სინოპტიკოსები 19 ნოემბერს ქუთაისში ღრუბლიანობას პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +9. მცირე ნალექია მოსალოდნელი ოზურგეთშიც, სადაც დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7. წვიმაა ნავარაუდევი ბათუმშიც, სადაც +13 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში, ღამით კი +10 გრადუსი არის მოსალოდნელი. მოსალოდნელია მცირე ღრუბლიანობა, ისევე როგორც ზუგდიდში, სადაც ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +7.
ნალექიან ამინდს ვარაუდობენ სოხუმში, სადაც +12 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში, +3 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -3 გრადუსი იქნება და თოვლია მოსალოდნელი. მცირე ნალექია მოსალოდნელი ამბროლაურშიც. აქ ჰაერი +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა -+5 გრადუსი იქნება.
ჭიათურაში მცირე ღრუბლიანობაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ახალციხეში. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში მცირე ნალექი და +7 გრადუსია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში 0 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში მოთოვს, +4 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -5 გრადუსი იქნება.
გორში დღისით +6 გრადუსი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში მცირე ნალექი და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.
გუდაურში თოვს, +2 გრადუსია ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაიწევს. ომალოში თოვს. ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -5 გრადუსი არის ნავარაუდევი.
ლაგოდეხში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექია ნავარაუდევი თელავში, სადაც დღის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსი არის მოსალოდნელი.
+5 გრადუსი და წვიმა იქნება გურჯაანში, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +3 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, მოსალოდნელი თოვლჭყაპი. ღამით კი +1 გრადუსი არის ნავარაუდევი.
რუსთავში მცირე ნალექს ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.