მაიკ პომპეოს ვიზიტით, კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ საქართველო არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
„ეს ყველაფერი ჩვენს სამეზობლოში განვითარებული მოვლენების ფონზე კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მხარს უჭერს ქვეყნის მთლიანობას და სუვერენიტეტს. ნათლად არის საერთაშორისო მედიაში გამოხმაურება და აღწერილი ის პოლიტიკური ვითარება. რაც ახლა საქართველოში მიდის და არის მოწოდებული და გაანალიზებული, რომ ჩვენი ოპონენტები უნდა დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს. შემოვიდნენ კონსულტაციაში, რათა გაგრძელდეს პოლიტიკური ცხოვრება საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა ამილახვარმა.