Pfizer/ BioNTech-ის განცხადებით, კვლევის საბოლოო ანალიზმა აჩვენა, რომ მათი ვაქცინა 95%-ით ეფექტურია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
Pfizer/ BioNTech-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობას 44 000 ადამიანი იღებდა. მათ ვაქცინა და პლაცებო სამი კვირის ინტერვალით ორგანიზმში 2-ჯერ შეუყვანეს.
Pfizer/ BioNTech-ის-ის ინფორმაციით, კვლევის საბოლოო ანალიზმა აჩვენა, რომ მათგან კორონავირუსით 170 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან 8 მათგანი იმ ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომელსაც ვაქცინა ორგანიზმში შეუყვანეს, ხოლო დანარჩენი 162 მათ, ვისაც პლაცებო გაუკეთეს.
კომპანიების განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ლიცენზიის მისაღებად განაცხადის შევსებას უახლოეს დღეებში აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ წინა კვირას Pfizer/ BioNTech-მა განაცხადა, რომ მათი ექსპერიმენტული ვაქცინა ეფექტიანობას 90%-მდე შემთხვევებში აღწევს.