მაიკ პომპეო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

მაიკ პომპეო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა. მხარეებმა ძირითადად მართლმსაჯულების, სასამართლო სისტემისა და ადამიანის უფლებების საკითხები განიხილეს.

მაიკ პომპეო უკვე შეხვდა სალომე ზურაბიშვილს და გიორგი გახარიას და ილია მეორეს.

მაღალი დონის შეხვედრებზე განიხილება ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები: თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლის მიმართულებით.