კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 318 თბილისში გამოვლინდა

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 318 თბილისში გამოვლინდა

დღეს გამოვლენილი 3 443 შემთხვევიდან, თბილისში დაფიქსირდა 1 318 შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„დღეს გამოვლენილი 3 443 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 318 შემთხვევა, აჭარა - 512, იმერეთი - 562, ქვემო ქართლი - 163, შიდა ქართლი - 178, გურია - 64, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 368, კახეთი - 85, მცხეთა-მთიანეთი - 54, სამცხე-ჯავახეთი - 106, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 89395 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 71468-ს შეადგენს. გარდაიცვალა 815 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.