სახელმწიფო კანცელარიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრა მიმდინარეობს.
მაღალი დონის შეხვედრებზე განიხილება ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები: თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლის მიმართულებით. მხარეები იმსჯელებენ საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე, ასევე განიხილავენ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს.
მანამდე მაიკ პომპეო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.