აშშ-ის საელჩო: პრეზიდენტთან შეხვედრაზე მაიკ პომპეომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა

აშშ-ის საელჩო: პრეზიდენტთან შეხვედრაზე მაიკ პომპეომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა

საქართველოში აშშ-ის საელჩო ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრას ეხმაურება.

როგორც დიპლომატიურ უწყებაში განაცხადეს, სახელმწიფო მდივან პომპეოსთვის სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა ორბელიანის ისტორიულ სასახლეში, სადაც ადრე აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული.

„შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.