დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ჩამოსვლას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა Twitter-ზე გაავრცელა.
„სიხარულით მივესალმო სახელმწიფო მდივან პომპეოს საქართველოში. ველი, რომ ეს ისტორიული ვიზიტი განავითარებს აშშ-ისა და საქართველოს ხანგრძლივ თანამშრომლობასა და ახალ დონეზე გადაიყვანს სტრატეგიულ პარტნიორობას, ასევე ჩვენი ქვეყნებისთვის ახალ შესაძლებლობებს ჩაუყრის საფუძველს“, - წერს ზალკალიანი.