დავით ზალკალიანი: ყველა ვთანხმდებით, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანებისთვის მისაღებია პოლიტიკური გადაწყვეტილება

დავით ზალკალიანი: ყველა ვთანხმდებით, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანებისთვის მისაღებია პოლიტიკური გადაწყვეტილება

ყველა თანხმდება, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი წევრობისთვის. ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოს გაწევრიანებისთვის მისაღებია პოლიტიკური გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

„საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით აშშ-ის როლი ფასდაუდებელია. ამერიკის ლიდერობა ამ პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ნატოში ინტეგრაციაზე იყო საუბარი ბოლო მინისტერიალზე, რომელიც დისტანციურად ჩატარდა. ამაზე იყო საუბარი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ნატოში ბოლო ვიზიტისას, აშშ-ში ჩვენი ვიზიტებისას. ყველა თანხმდება, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი წევრობისთვის. ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოს გაწევრიანებისთვის მისაღებია პოლიტიკური გადაწყვეტილება. ყოველწლიური პროგრამა, რომელიც საქართველოს აქვს, ფაქტობრივად თავსებადია გაწევრიანების სამოქმედო გეგმასთან. რეგიონში არსებული ვითარება თავის გავლენას ახდენს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ ამ პროცესის დასაჩქარებლად. როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მომწიფებული, საქართველო უნდა იყოს მზად“, - განაცხადა ზალკალიანმა.