კარლ ჰარცელი: გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია

კარლ ჰარცელი: გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია

გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„დაწყებულია გამოძიება და მოვუწოდებ ყველა საჭირო რესურსის მობილიზებისკენ სწრაფი და სანდო გამოძიების უზრუნველსაყოფად. იმედი მაქვს და მჯერა, რომ დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან,” - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის ოფისს ცეცხლი წაუკიდეს. შემთხვევა 16 ნოემბერს, გამთენიისას მოხდა, შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დამწვარია შტაბში არსებული ინვენტარი. მელიას შტაბის ხელმძღვანელი მომხდარს პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს.