კიევში, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე შეტაკება მოხდა

კიევში, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე შეტაკება მოხდა

კიევში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შეტაკება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას 112.ua ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინის უმაღლეს რადასთან მეწარმეები შეიკრიბნენ, რომლებიც საკასო აპარატების შემოღებას აპროტესტებენ და საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებებს ითხოვენ.

პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მაშინ მოხდა, როცა აქციის მონაწილეებმა რადას შენობაში დეპუტატები არ შეუშვეს. პოლიცია შეეცადა, დემონსტრანტები შეევიწროვებინა, შეექმნა დერეფანი, იმისთვის, რომ დეპუტატები შენობაში შესულიყვნენ.

მედიის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არიან დაკავებულებიც.