ელენე ხოშტარია: არანაირი სირცხვილის კორიდორი ჩემგან მეორე ტურზე არ იქნება

ელენე ხოშტარია: არანაირი სირცხვილის კორიდორი ჩემგან მეორე ტურზე არ იქნება

არანაირი სირცხვილის კორიდორი ჩემგან მეორე ტურზე არ იქნება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი, ელენე ხოშტარია „ფეისბუქზე“ წერს.

„არანაირი სირცხვილის კორიდორი ჩემგან მეორე ტურზე არ იქნება. ჯერ ერთი, მე პრეტენზია არა ხალხთან, თუნდაც „ოცნების“ ამომრჩეველი იყოს, არამედ გაყალბებასთან და გამყალბებლებთან მაქვს. მეორე კიდე, ეს ოცნების ნაღმია, ადამიანების დაპირისპირების, რასაც ისინი არასდროს ერიდებიან, ჩვენ კი სწორედ ამას არ უნდა დავესმგავსოთ! და საერთოდ, არანაირი მეორე ტური ეს არ არის, სასაცილოები არიან ოცნების კანდიდატები თავს რომ იკატუნებენ, ვითომ არჩევნებში მონაწილეობენ. მარტო ხართ და სარკეში იხედეთ რამდენიც გინდათ, არ არის ეს არჩევნები“, - წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ განაცხადა: „21 ნოემბერს დავდგეთ ყველა საარჩევნო უბანზე და სირცხვილის კორიდორი გავაკეთოთ, ვნახოთ რამდენი ჰყავს „ქართულ ოცნებას" მხარდამჭერი“.

amo ა რ გ ა ყ ა ლ ბ ე ბ უ ლ ა ! თ უ თ ი ყ უ შ ე ბ ო !
4 წლის უკან
amo იცით რატომ ვფიქრობ, რომ არ გაყალბებულა? ვთვლი რომ არჩევნებზე ბევრი ჩემნაირად მოიქცა. ვთვლიდი, რომ ხელისუფლება უმრავლესობით მოვიდოდა (რასაც ვეთანხმები კიდეც) და იმისათვის, რომ მრავალპარტიული პარლამენტი გვქონოდა მე ხმა ოპოზიციურ პარტიას (ელისაშვილს) მივეცი. ამიტომ დავარდა ხელისუფლების პროცენტული მაჩვენებელი. მაგრამ ახლა რასაც ვხედავ ხელახალი არჩევნების შემთხვევაში ხმას უკვე აუცილებლად ოცნებას მივცემ. დარწმუნებული ვარ ბევრი "შეცდომილი" მოიქცევა ასე და ოპოზიციას ისიც სანატრებელი გაგიხდებაც, რაც გქონდათ.
4 წლის უკან