დავით უსუფაშვილი: სირცხვილის დერეფანი საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება

დავით უსუფაშვილი: სირცხვილის დერეფანი საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება

სირცხვილის დერეფანი საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი Facebook-ზე წერს. მისი თქმით, არჩევნების დღე მოქალაქის დღეა, მათ შორის, იმ მოქალაქისაც, რომელიც ჩემი აზრით, მცდარ ნაბიჯს დგამს.

„არჩევნების დღე მოქალაქის დღეა, მათ შორის, იმ მოქალაქისაც, რომელიც ჩემი აზრით, მცდარ ნაბიჯს დგამს. ამ ერთ დღემდე 4 წელი გვქონდა პოლიტიკოსებს იმისათვის, რომ მოქალაქე დაგვერწმუნებინა, გაგვემაგრებინა, დაგვეცვა. და თუ ეს ვერ შევძელით და თუ ჩვენს შორის ვინმეს უნდა რცხვენოდეს, უნდა გვრცხვენოდეს ჩვენ - პოლიტიკური პროცესის 1460 დღისთვის, და არა მას - არჩევნების ერთი დღისთვის“, წერს დავით უსუფაშვილი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ გუშინ განაცხადა: „21 ნოემბერს დავდგეთ ყველა საარჩევნო უბანზე და სირცხვილის კორიდორი გავაკეთოთ, ვნახოთ რამდენი ჰყავს „ქართულ ოცნებას" მხარდამჭერი“.

amo როგორ მოხვდი მანდა
4 წლის უკან