გიორგი ვაშაძე:  „ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებ, დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს სიურპრიზების წინაშე ნუ დააყენებენ

გიორგი ვაშაძე:  „ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებ, დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს სიურპრიზების წინაშე ნუ დააყენებენ

ბანერები აზარალებს პროცესს. ოპოზიურ პარტიებს მოვუწოდებთ, როცა აქციაა, საერთო ფორმატზე შეთანხმება უნდა იყოს და არა „სიურპრიზები“ მოვუწყოთ ერთმანეთს, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ლელოს“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლების მიერ ბათუმში გუშინ გამართული აქციის დატოვების ფაქტს.

„მესმის, ვინც აქცია დატოვა. მათ პოზიციას ვიზიარებ. „ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებ, დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს სიურპრიზების წინაშე ნუ დააყენებენ“, – განაცხადა ვაშაძემ.

15 ნოემბერს, ბათუმში ოპოზიციის მიერ გამართული აქცია „ლელოს“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს, რის მიზეზადაც ტრანსპარანტები „მიშა, ჩამოდი“ დაასახელეს.