კახა კუჭავა:  ძალიან მცირე ჯგუფია, ვისაც სურს ჩვენი ექსპრეზიდენტი იხილოს ისევ საქართველოში

კახა კუჭავა: ძალიან მცირე ჯგუფია, ვისაც სურს ჩვენი ექსპრეზიდენტი იხილოს ისევ საქართველოში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის კახა კუჭავას განცხადებით, ძალიან მცირე ჯგუფია იმ ხალხისა, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნა სურს. კახა კუჭავამ აღნიშნა, რომ ამის დამადასტურებელია თვითონ ერთიანი ოპოზიციის რეაქციებიც.

"ძალიან მცირე ჯგუფია ის, ვისაც სურს ჩვენი ექსპრეზიდენტი იხილოს ისევ საქართველოში. რეალურად რეაქციები როგორი იყო ჩვენ თვითონ ვნახეთ, თვითონ მათი ე.წ. ერთიანი ოპოზიციის შიგნით, ამიტომ რა თქმა უნდა გასაკვირი არ არის ასეთი რეაქცია," - აღნიშნა კახა კუჭავამ.