ბექა დავითულიანი ნიკა მელიას ოფისის დაწვაზე: შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინა რეაგირება და გამოძიებული იქნება ბოლომდე

ბექა დავითულიანი ნიკა მელიას ოფისის დაწვაზე: შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინა რეაგირება და გამოძიებული იქნება ბოლომდე

„ქართული ოცნების“ წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, გლდანში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას ოფისის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ ვინც უნდა იდგეს ამ ოფისის დაწვის უკან, უმკაცრეს პასუხს მიიღებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საკითხზე მოახდინა რეაგირება, გამოძიებული იქნება ბოლომდე და აუცილებლად, ვინც არ უნდა იყოს, ხაზგასმით ვამბობ ამას, ვინც არ უნდა იდგეს ამ ოფისის დაწვის საქმის უკან, აუცილებლად, უმკაცრეს პასუხს მიიღებს. ვინ დგას ამის უკან, ამას გამოძიება გაარკვევს“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის ოფისს ცეცხლი წაუკიდეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა, შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დამწვარია შტაბში არსებული ინვენტარი.