ფიქრია ჩიხრაძე: „ნაციონალურ მოძრაობასა

ფიქრია ჩიხრაძე: „ნაციონალურ მოძრაობასა" და მიხეილ სააკაშვილს აქვთ თავიანთი დღის წესრიგი, მაგრამ ეს არაა ერთიანი ოპოზიციის დღის წესრიგი

გუშინ, როდესაც ბათუმში, ჩვენმა წარმომადგენლებმა დატოვეს აქცია, „ლელოს" ოფისში იყო სრულიად ოპოზიციური სპექტრის შეკრება, მათ შორის შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკანა პლანზე გადავწიოთ ის, რაც შეიძლება ერთიანობას რაღაც უხერხულობას უქმნიდეს და წინა პლანზე წამოვწიოთ ის, რაც ყველას გვაერთიანებს. მე მესმის, „ნაციონალურ მოძრაობასა" და მიხეილ სააკაშვილს აქვთ თავიანთი დღის წესრიგი, მაგრამ ეს არ არის ერთიანი ოპოზიციის დღის წესრიგი, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის" წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემ „ლეიბორისტული პარტიის" ოფისთან, გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ოპოზიციის ერთიანი დღის წესრიგი გახლავთ ვადამდელი არჩევნების ჩატარება უკეთესი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. ამაში ყველა ერთიანი ვართ. როდესაც ერთობლივი აქციები ტარდება ასეთ დროს ჯობია, რომ წინა პლანზე წამოწეული იყოს გამაერთიანებელი იდეები და არ იყოს ვიწროპარტიული იდეები, რაოდენ დიდ პარტიას არ უნდა ეკუთვნოდეს ეს. მესმის, „ნაციონალური მოძრაობა" არის მსხვილი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომ მას ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს პარლამენტში, მაგრამ პროტესტში ჩვენ ვართ თითო პარტიის წარმომადგენლები და შესაბამისად, მეტად უნდა გავითვალისწინოთ ერთმანეთის ინტერესები", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

amo ეჰ, როგორ შემოგაღამდათ მუდამ ოპოზიციაში ყოფნისას
4 წლის უკან