ძალიან მომწონს ალეკო ელისაშვილი, მართლა მებრძოლი და კარგი ადამიანი ჩანს. პირადად არ ვიცნობ. იმედია, გავიცნობ და თვითონაც ჩემთან დაკავშირებით ბევრი სტერეოტიპი მოეხსნება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქლაივში“ განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას აღნიშნა, ახლა ყველა ერთიანი უნდა იყოს.
„არ უნდა გავბრაზდეთ არაფერზე, მიიღეს თავისი პროცენტები, ნახევარი ალბათ, მოპარეს, მაგრამ მიიღეს ცოტა. ივანიშვილის და ჩემი ერთ სიბრტყეში დაყენება, ალბათ არ იყო სწორი საარჩევნო ტაქტიკა, მაგრამ ყველას თავისი სიმართლე აქვს. გამიხარდებოდა, რომ მეტი პროცენტები მიეღო „ევროპულ საქართველოს, მაგრამ ახლა ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ. გუშინაც, გია ბარამიძე იყო ეთერში, მოთოკა ბოლოს ხალხმა ემოციები. სხვათაშორის, ძალიან მომწონს ალეკო ელისაშვილი, მართლა მებრძოლი და კარგი ადამიანი ჩანს. პირადად არ ვიცნობ. იმედია, გავიცნობ და თვითონაც ჩემთან დაკავშირებით ბევრი სტერეოტიპი მოეხსნება“, – განაცხადა სააკაშვილმა.