კორონავირუსის პირველი ვაქცინის შემქმნელისა და ფარმაცევტული კომპანია BioNTech-ის დამაარსებლის, უგურ საჰინის განცხადებით, პანდემიის შემდეგ, ნორმალურ ცხოვრებას მომავალი წლის ზამთარში დავუბრუნდებით, ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
პროფესორმა უგურ საჰინმა განაცხადა, რომ ეს ზამთარი რთული იქნება, იმ შემთხვევაშიც კი თუ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება.
გასულ კვირას, Pfizer-სა და BioNTech-ის მიერ წარმოებულმა ვაქცინამ საერთაშორისო გამოცემებისა და მეცნიერების აღტაცება გამოიწვია, მას შემდეგ, რაც პრეპარატმა COVID-19-ის წინააღმდეგ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
„თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ვაქცინის პირველი დოზა 2020 წლის ბოლოსა და 2021 წლის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი. მთავარი მიზანია, რომ მომავალი წლის აპრილისთვის ვაქცინის 300 მილიონი დოზა არსებობდეს, რათა პანდემიის შეჩერებაზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეძლოს.
ზაფხული დაგვეხმარება, რადგან წელიწადის ამ დროს ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის მაღალ დონეს მომავალი წლის შემოდგომა/ზამთრისთვის მივაღწიოთ“, – განაცხადა საჰინმა.