სალომე სამადაშვილმა გამყრელიძესა და ცერცვაძეს საბჭოთა ძონძები უწოდა

სალომე სამადაშვილმა გამყრელიძესა და ცერცვაძეს საბჭოთა ძონძები უწოდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი  სალომე სამადაშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გაყრელიძესა და თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს საბჭოთა ძონძებს უწოდებს.

„სამი მუშკეტერი არ ვიცი და სამი საბჭოთა ძონძი კი არიან (ვასწორებ-ორი, მესამე-იმნაძე არ ვიცი, როგორ მოიქცა)“, – წერს სალომე სამადაშვილი.

მედიკოსების მიმართ პოლიტიკოსის ასეთი დამოკიდებულება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ გამართული აქციის წყლის ჭავლით დაშლაზე, მათმა კომენტარმა გამოიწვია.

ჟურნალისტის კითხვაზე - რამდენად სწორია პანდემიის დროს ადამიანის წყლის ჭავლით დაშლა - ცერცვაძემ განაცხადა, რომ ის ამ საკითხში ექსპერტი არ არის, ხოლო გამყრელიძემ კითხვა პოლიტკურ მოტივად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამაზე პასუხი მის კომპეტენციას ცდება.

Lolo47 ძონძზე მეტი არ ხარ შე ღორისდინგა არამზადავ?! და შენ გნებავს ხელისუფლებაში მოთრევა არა, რომელიც ვერ იტანს ადამიანებს? თფუ!!!
4 წლის უკან