მალახაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც დღეს ოპოზიციის მიერ პარლამენტთან გამართულ აქციაზე იმყოფებოდა „იმედინიუსთან“ აცხადებს, რომ კოვიდინფიცირებულ დედასთან კონტაქტი არ ჰქონია. „ამიტომ ვირუსზე არც ტესტი ჩავიტარე და არც თვითიზოლაციაში გადავედი“, - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის დედას, ელენე მაჩალიკაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. მას მკურნალობის კურსი თელავის საავადმყოფოში უტარდება.
მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას ესწრებოდა და აქციის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა.