მამუკა მდინარაძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება მკაფიო გზავნილია ოპოზიციისთვის, რომ მეორე ტურისთვის უნდა მოემზადონ

მამუკა მდინარაძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება მკაფიო გზავნილია ოპოზიციისთვის, რომ მეორე ტურისთვის უნდა მოემზადონ

ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობარი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთი, ცალსახა შეფასება გაკეთდა საქართველოში ჩატარებულ, 2020 წლის არჩევნებზე, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბრიფინგზე ხაზი გაესვა საქართველოში გასამართი არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობას, რომლითაც, დარჩენილი მაჟორიტარული მანდატები უნდა გადანაწილდეს. სახელმწიფო დეპარტამენტის აზრითა და განცხადებით, მნიშვნელოვანია, პროცესი კვლავაც კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში წარიმართოს. ესაა მკაფიო გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის, პირველ რიგში - ოპოზიციისთვის, რომ ისინი უნდა მოემზადონ მეორე ტურისთვის, პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიტანონ, უარი თქვან რადიკალურ დღის წესრიგზე და პატივი სცენ ამომრჩევლის ნებას და საკუთარი პოზიციები უმაღლესი საპარლამენტო ტრიბუნიდან წარმოადგინონ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეტარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავებაზე ხაზგასმა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ უმაღლესი დონის ურთიერთობებზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს და არჩევნებს მთელს მსოფლიოს, თუ რამდენად მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს აშშ საქართველოს.