მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის მოთხოვნა ასე ითარგმნება - ვიდრე არ გავიმარჯვებთ, მანამდე ყველა არჩევნები გაყალბებულად გამოვაცხადოთ

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის მოთხოვნა ასე ითარგმნება - ვიდრე არ გავიმარჯვებთ, მანამდე ყველა არჩევნები გაყალბებულად გამოვაცხადოთ

„ოპოზიციის მიზანი სიმართლის გარკვევა არ არის, მათი ინტერესია, პოლიტიკური მესიჯებით ფონის შექმნა და რაღაც შედეგის მიღება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ გარემოებას ოპოზიციის გადაწყვეტილებაც ადასტურებს, როდესაც უარი თქვა არჩევნების შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე, ბიულეტენების გადათვლასა და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე.

„ოპოზიციის მოთხოვნა ასე ითარგმნება - ვიდრე არ გავიმარჯვებთ, მანამდე ყველა არჩევნები გაყალბებულად გამოვაცხადოთ. ეს კონენსუსამდე ვერ მიგვიყვანს, შესაბამისად, თუ მათი მხრიდან იქნება ოდნავ რაციონალური წინადადება, ჩვენი კარი მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის ღიაა. მაგრამ როდესაც მოთხოვნა ისეთია, რომელსაც იურიდიული, რელევანტური საფუძვლები არ გააჩნია, ეს პოზიციების დაახლოებას ვერ მოემსახურება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნება“ ხელახალ არჩევნებს არ განიხილავს. ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე აქციას მართავს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. მათივე მოთხოვნებშია ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომა, საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტება და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლება. ამერიკის ელჩის რეზიდენციაში დღეს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.