სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში უმაღლეს დონეზეა აყვანილი და რა თქმა, უნდა ვერავინ გაბედავს ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი გადასახედიდან სააკაშვილი არის პოლიტიკური წარსული.
„ვერავინ გაბედავს ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდოს, მაგრამ ვინც კანონს გასცდება, შესაბამისი სამსახურების მხრიდან, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, ჩვენ ვართ შემდგარი სახელმწიფო და არავის ეპატიება თავზე დაიმხოს ქვეყანა და კანონები. შესაბამისად, ამას მოჰყვება სათანადო რეაგირება. ასევე, ერთი რამ მინდა ვთქვა, დღევანდელი გადასახედიდან სააკაშვილი პოლიტიკური წარსულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.