დღეს არის ის დრო და ქვეყნისთვის გარდამტეხი მომენტი, როდესაც ყველა, მათ შორის სამართალდამცველი, უნდა დადგეს ისტორიის ნათელ მხარეს, – ასეთი კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე სამართალდამცველებთან დაკავშირებით.
„ვფიქრობ, დღეს არის ის დრო და ქვეყნისთვის გარდამტეხი მომენტი, როდესაც ყველა უნდა დადგეს ერთ მხარეს, ეს არის ისტორიის ნათელი მხარე, ეს არის ქართველი ხალხის გვერდით დგომა. ამიტომ, ყველა სამართალდამცველი, რომელიც ასრულებს უკანონო ბრძანებას და მით უმეტეს, რომელიც გასცემს უკანონო ბრძანებას, მე მოვიყვან მაგალითს ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციასთან როდესაც სრულიად უკანონოდ გაიცა ბრძანება წყლის ჭავლით დარბევაზე. რა თქმა უნდა, ასეთმა ადამიანებმა უნდა აგონ პასუხი და ბუნებრივია, ყველა უკანონო ბრძანების გამცემი ვერ ჩაითვლება სამართალდამცველად. ეს ადამიანები იცავენ დღეს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს, თუმცა რა თქმა უნდა, ეს არ ეხება იმ სამართალდამცველებს, რომლებიც პატიოსნად ემსახურებიან ამ ქვეყანა“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.