დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე საზოგადოებას მოუწოდებს, დისტანცია ჭამის დროსაც დაიცვან და სხვადასხვა დროს მიიღონ საკვები.
“ძალიან ბევრი, მათ შორის ჩემი კოლეგები, ნიღაბსაც და დაცვასაც ძალიან კარგად ხმარობენ, მაგრამ როცა ცოტა დრო გამოუჩნდებათ, რომ საკვები მიიღონ, საჭმელად რომ ჯდებიან ხოლმე და იხსნიან ნიღბებს, იქ ხდება ხოლმე მათი დასნებოვნება... მაქსიმალურად დისტანციაზე ერთმანეთისგან და ეცადეთ, სხვადასხვა დროს მიიღოთ ხოლმე საკვები, ამ დროს ხდება ხოლმე ძალიან ხშირად დასნებოვნება”, - განაცხადა პაატა იმნაძემ.