ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი ოქმების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილზე ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ და ოქმების ბათილად ცნობას ითხოვდნენ.
გარდა ამისა, ოპოზიცია ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას დაუპირისპირდა და თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებდა. ცესკო-ს მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება აქციაც. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ცესკოში სხდომაზე თამარ ჟვანიასა და „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელ ხათუნა გოგორიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირების შემდეგ, ცესკო-ს სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.