გლობალური პანდემიის პირობებში, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აქტიურად გრძელდება შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა ობიექტების, მათ შორის, რეგიონებში არსებულ მოაქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრების სპეციალური სითხეებით დამუშავება.
შემოსავლების სამსახურის მიერ, სადეზინფექციო, პროფილაქტიკური სამუშაოები, ქუთაისის, ფოთის, ბათუმის, ხაშურისა და გორის სერვისცენტრებში განხორციელდა. დასუფთავდა და შესაბამისი სითხეებით სრულად დამუშავდა, როგორც მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები, ასევე, თანამშრომელთა ოთახები და ტექნიკური საშუალებები.
გვინდა ავღნიშნოთ, რომ სერვისცენტრები სრულად არის აღჭურვილი სადეზინფექციო ხსნარებით, დეზობარიერებითა და თერმოსკრინინგის აპარატებით, ხოლო ოპერატორები მოქალაქეთა მომსახურებას დამცავი ნიღბებითა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით ახორციელებენ.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, ქვეყნის მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოების პროცესზე ზედამხედველობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.