გიორგი ფხაკაძე: კორონავირუსი გახდა უფრო აგრესიული, ძალიან ვრცელდება

გიორგი ფხაკაძე: კორონავირუსი გახდა უფრო აგრესიული, ძალიან ვრცელდება

მტკიცებულებები წამოვიდა, რომ პრაქტიკულად რეინფიცირება დაიწყო იმ ქვეყნებში, სადაც იყო კორონავირუსის ძლიერი პირველი ტალღა, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

ამასთან, გიორგი ფხაკაძის თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორნავირუსს ახასიათებს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიც არის კონცენტრაციის და ორიენტაციის დაკარგვა.

„კორონავირუსი გახდა უფრო ძლიერი, უფრო აგრესიული იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ვრცელდება, მუტაცია გაიარა და მოსახლეობაში უფრო ვრცელდება. თუმცა, მოსახლეობის 90%-ში არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც იყო დასაწყისში.

სიმართლე არის ერთი, ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი ამბავი, მტკიცებულებები წამოვიდა, რომ პრაქტიკულად რეინფიცირება დაიწყო იმ ქვეყნებში, სადაც იყო ძლიერი პირველი ტალღა. მეორე ცუდია ამბავია ის, რომ უნდა მოვემზადოთ პოსტ კოვიდური კლინიკებისთვის, უკვე წამოვიდა ძალიან ბევრი ინფორმაცია, პოსტკოვიდური სინდრომი წამოვიდა. ძალიან დიდ შეტევას ახდენს ტვინზე, შესაბამისად, ადამიანი კარგავს კონცენტრაციას, მეხსიერებას, ორიენტაციას, ისეთი ტიპის გვერდითი ეფექტია, რომელიც მოულოდნელი იყო", - ამბობს ფხაკაძე „პალიტრანიუსის" გადაცემა „ნიუსრუმში".