გრძელდება საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტი დავოსში. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დღეს შეხვედრა გაიმართა ინდურ კომპანია „TATA”–ს აღმასრულებელ დირექტორთან, მადჰუ კანანთან. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.