გუნცაძის განცხადება (video)

გუნცაძის განცხადება (video)

საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე რკინიგზის წინა ხელმძღვანელობის მიერ დიდი ოდენობით თაღლითური გზით სახელმწიფო ფინანსების მითვისებაზე საუბრობს. მისი თქმით 2012 წლის 7 ივლისს საქართველოს რკინიგზასა და ვაგონშემკეთებელ კომპანიას შორის ერთ პირთან მოლაპარაკების გზით კონტრაქტი დაიდო, როლის საერთო მოცულობა 112 მილიო 353 ათას 852 ლარს შეადგენდა. ვაგონშემკეთებელ კომპანიას ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, 2012 წლის დეკემბრისთვის რკინიგზისთვის 30 ახალი ხორბალმზიდი და 16 გარემონტებული ვაგონი უნდა ჩაებარებინა, თუმცა პირობა არ შესრულდა და მხოლოდ 35 შეკეთებული ვაგონი ჩაბარდა. გუნცაძის განცხადებით საქმე თაღლითურ სქემას ეხება, მისივე თქმით ტენდერი დარღვევებიზთ ჩატრდა, დავით ჯინჯოლია კი რომელსაც საქართველოს რკინიგზაში სატვირთო გადაზიდვების დირექტორის თანამდებობა ეკავა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიაში წილს ფლობდა. საქართველოს რკინიგზამ აღნიშნულ საქმეზე მასალები პროკურატურას უკვე გადაუგზავნა. რაც შეეხება საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორად მამუკა ბახტაძს დანიშვნას - გუნცაძდედ ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

  •