გალტ ენდ თაგარტი მომხმარებელს ინოვაციურ ონლაინ საინვესტიციო სივრცეს სთავაზობს

გალტ ენდ თაგარტი მომხმარებელს ინოვაციურ ონლაინ საინვესტიციო სივრცეს სთავაზობს

გალტ & თაგარტი მომხმარებლისთვის საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური ონლაინ სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად საინვესტიციო ბანკმა, პირველად საქართველოში, ონლაინ საინვესტიციო სივრცე-„Client Portal“-ი წარადგინა. პორტალი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტისა და დამოუკიდებლობის მინიჭებას ისახავს მიზნად.

სრულიად ახალი ონლაინ სივრცე მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს გალტ ენდ თაგარტის ყველა სერვისით. ამ ინოვაციურ სივრცეში მომხმარებელი შეძლებს ფასიან ქაღალდებში ინვესტირების განხორციელებას. ასევე, ექნება შესაძლებლობა თვალი ადევნოს მის საინვესტიციო ანგარიშს. „Client Portal”-ის მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს მიიღოს დეტალური ინფორმაცია მისი საინვესტიციო პორტფელის მომგებიანობის შესახებ.

პროდუქტის წარდგენის მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მოქნილი ონლაინ სივრცის შეთავაზებაა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს მისთვის სასურველ ინფორმაციაზე წვდომა დროის ნებისმიერ მონაკვეთში, მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან ექნება. ახალი ონლაინ სივრცის მეშვეობით მომხმარებელს მის აქტივებზე მეტი კონტროლის და მართვის შესაძლებლობა ეძლევა. ასევე, უმარტივდება კომუნიკაცია ბროკერთან.

„მოხარულები ვართ, რომ გალტ & თაგარტი, როგორც საინვესტიციო ბანკი, რომელიც ორიენტირებულია ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, მომხმარებელს სრულიად ახალ, უპრეცედენტო სერვისს სთავაზობს. „Client Portal“-ში გაერთიანებულია მრავალი მოქნილი ფუნქცია, რომელიც ჩვენს მომხმარებელს კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული მომსახურებით უზრუნველყოფს. მისი საშუალებით ძალიან მარტივია მომხმარებელმა მართოს საკუთარი აქტივები, როგორც დამოუკიდებლად, ასევე მისი პირადი ბროკერის ჩართულობით. ჩვენ ვცდილობთ, მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი ახალი და ინოვაციური  შესაძლებლობები შევუქმნათ“,-განაცხადა ოთარ შარიქაძემ, გალტ & თაგარტის  მმართველმა დირექტორმა.