აქცია რეზიდენციასთან (video)

აქცია რეზიდენციასთან (video)

პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქცია განახლდა. მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ორგანიზაცია „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის" და მოსახლეობის ნაწილი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს დღეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და დღეიდან ის დეფაქტო პრეზიდენტად უნდა მოვიხსენიოთ. პარალელურად პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით გრძელდება ხელმოწერების შეგროვებაც, რომლის რაოდენობა უკვე მილიონს აჭარბებს. აქციის ორგანიზატორები დღესვე საღამოს ექვს საათზე საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავენ.

  •