23 იანვარს შვეიცარიაში ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური ვიზიტი შედგება. დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. დაგეგმილია ბიძინა ივანიშვილის შეხვედრები პოლონელ, უკრაინელ და შვეიცარელ კოლეგებთან. პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანსაც შეხვდება. ვიზიტის მნიშვნელობის შესახებ დღეს მინისტრებმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრეს.