ირაკლი კობახიძე: ეს ქვეყანა სანდრო ბრეგაძის და მიხეილ სააკაშვილის ასარევი არ არის

ირაკლი კობახიძე: ეს ქვეყანა სანდრო ბრეგაძის და მიხეილ სააკაშვილის ასარევი არ არის

როდესაც სააკაშვილი და სანდრო ბრეგაძე ერთად იბრძვიან ხმების დასაცავად, ეს ყველაფერზე მიანიშნებს და საიდან მომდინარეობს ასეთი სცენარები, თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე, ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

„სანდრო ბრეგაძის და მიხელ სააკაშვილის ასარევი ეს ქვეყნა არ არის. აქ დგას ხელისუფლება და მათ, სანდრო ბრეგაძეებს და მიხელ სააკაშვილებს მკაცრი პასუხი გაეცემათ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%; „ევროპული საქართველო“ - 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

ოპოზიციურმა პარტიებმა კი ოფიციალური დოკუმენტი მიიღეს და ხელმოწერით დაადასტურეს, რომ პარლამენტში არ შევლენ.