წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილ დანაშაულებებზე მთავარ პროკურატურას მნიშვნელოვანი მასალები აქვს. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა რუსთავი ორის გადაცემა პოსტკრიპტუმში ისაუბრა „ჩვენ ვიხილეთ ცოცხები საპყრობილეში, ვიხილეთ ჰომოსექსუალთა შანტაჟი, მაგრამ ჩვენ გვაქვს უამრავი სხვა ტიპის ინფორმაცია და მასალები, რომლის უბრალოდ გაფიქრებაც კი ადამიანს შეზარავს , - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა. მისივე განმარტებით, "აღნიშნულ განცხადებას ახლა კადრებით ვერ დაასაბუთებს, მაგრამ ამბობს, რომ წინა ხელისუფლების "ავადმყოფური ქცევის ფანტაზიას დასასრული არ აქვს". რაც შეეხება უშუალოდ სექსუალურ უმცირესობათა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, მთავარი პროკურორის ინფორმაციით, გამოძიებას მსგავსი 80-ზე მეტი ვიდეომასალა აქვს. ეს მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ მასშტაბები ასეთი მოქმედებების ძალიან დიდი იყო", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.