გიგა ბოკერია: ოპოზიციის ერთიანობა საკვანძო საკითხია, რომ მორალური იზოლაციის პირობებში ვამყოფოთ ივანიშვილი და მისი გარემოცვა

გიგა ბოკერია: ოპოზიციის ერთიანობა საკვანძო საკითხია, რომ მორალური იზოლაციის პირობებში ვამყოფოთ ივანიშვილი და მისი გარემოცვა

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტიამ საპარლამენტო მანდატებზე უარი გააზრებულად, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო.

"ძალიან პრინციპული გადაწყვეტილებაა და ერთსულოვნად მივიღეთ. პირადად მეც და "ევროპული საქართველოც" ასეთ საკითხებს არ ვუდგებით მარტივად. პარლამენტში, ასეთ ინსტიტუტებში მონაწილეობა დემოკრატიული ტრადიციისთვის, ჩვენი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ვითარებაში, ვმოქმედებთ ხოლმე გააზრებულად და არა ემოციით, არა იმიტომ, რომ შედეგი არ მოგვწონს, ან ვიღაც რაღაცას იტყვის. ჩვენ ვართ პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც პარტიულად, ჩამოყალიბებულად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ბევრი არგუმენტი გავცვალეთ, ქვეყნისთვის რას რა მოაქვს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება იყო ერთსულოვანი.

სხვა ვითარებებისგან განსხვავებით, რომელიც ყოფილა ამ ქვეყანაში, საითაც წაიყვანა ივანიშვილმა საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, რა ხარისხითაც, რა დოზითაც გამოიყენა ამ არჩევნებზე, ვგულისხმობ დაშინების, მოსყიდვის და პანდემიის კონტექსტის გამოყენებას ამ ყველაფრისთვის, ხარისხობრივად მივიდა იქამდე, რომ შეუძლებელია ქვეყნის ინტერესებისთვის ამ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა და პროტესტის არგამოხატვა ასეთი მძიმე ფორმით.

ოპოზიციის ერთიანობა ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ იქ სხვადასხვანაირი ჯგუფები არიან, ძალიან საკვანძო საკითხია, რომ მორალური იზოლაციის პირობებში ვამყოფოთ ივანიშვილი და მისი გარემოცვა მთელი ამ დროის განმავლობაში, სანამ არ გაუქმდება ეს შედეგები და ახალი არჩევნები არ დაინიშნება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვდივართ ირიბად თანამონაწილეები ამ დინების,"- განაცხადა "დღის კურიერში" გიგა ბოკერიამ.

kolxi ეს არადამიანი კვლავ ცდილობს ქვეყნის არევას...
4 წლის უკან