ნინო კალანდაძე: 2%-იანი უგულავა რო იხავლებს, ვინმე წავა თუ რა... ყველა კვლევაში პირველზე იყო ოცნება

ნინო კალანდაძე: 2%-იანი უგულავა რო იხავლებს, ვინმე წავა თუ რა... ყველა კვლევაში პირველზე იყო ოცნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნინო კალანდაძე ოპოზიციის მისამართით საკმაოდ მწვავე განცხადებას აკეთებს:

„სამარცხვინოები. როგორ არ მობეზრდათ ეს მაჩანჩალა თავლაფდასხმული, ჩასვრილი სიარული და იმის ძახილი, „ჩვენ ვიბრძვით ძმაო და თქვენ გვაკრიტიკებთ“ და „ამ პირობებში ასეთი შედეგი ვის დაუდია?!”.

მე-7 არჩევნებს რო აგებ მორალურად და ელექტორალურად სრულიად გაკოტრებულ ძალასთან და ოდნავი თვითკრიტიკულობის ნაცვლად კიდე მეორე ტურისთვის ემზადები და ხალხს აბოლებ და იქით ანამუსებ, ლიჟბი შენი კოზლა შედო პარლამენტში, აი ვინც მაგათ გინებას მოერიდოს აწი, ბორიას კოლბებზე აცოცდნენ და იქიდან ითვალონ. ან სხვა რამე ქნან.

აქ ტრაგედია ისაა, რომ განსხვავებით 2014, 2016 და 2018-ისა, როცა აგრესიული გაყალბების შედეგები ტკბილად შეირგო ოპოზიციამ და გადააბარა სადავეები ბიძინას, დღეს ბევრი გასაყალბებელი აღარც არაფერი ჰქონდათ.

რომ არ შევიდნენ რა უნდა იდავონ? 5 ცდომილებიანი ოქმი? ყველა კვლევით ამაზე მეტი არ ჰქონდა ენმს. და ყველა კვლევაში პირველზე იყო ოცნება დიდი უპირატესობით. ახლა 2 % იანი უგულავა რო იხავლებს წადი-წადის, წავა თუ ვინმე იტყვის გაყალბება არსებითი იყოო?”

amo ვაჟა ბერიძე - ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა მიუღებელია, რადგან ეს რუსულ სცენარში ნებსით თუ უნებლიედ მონაწილეობაზე თანხმობაა, რაც ვფიქრობ მიუღებელი უნდა იყოს ოპოზიციური ლიდერებისთვის
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli კარგია! მაგარი იყო! მე ყველაფერი გაპატიე "ჩემო" ლამაზო! გურულებს პოლიტიკური ჭკუა აკვნიდან მოგვყვება! ასეთი სიმართლე, ასე მოკლედ და შინაარსიანად ამ გადაგვარებულებისათვის ჯერ არავის უთქვამს!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli amo,
ვაჟა ბერიძეს კარგა ხანია გარეკილი აქვს!
4 წლის უკან
kolxi ნუ შევლენ, ამით კიდევ ერთხელ აჩვენებენ ხალხს თავიანთ ნამდვილ სახეს, ნაძირლები!!!
4 წლის უკან