პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ფართომასშტაბიანი აქციები იწყება. ორგანიზაცია ერთსულოვნება და მოსახლეობის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს. პირველი მასშტაბური აქცია დღეს პრეზიდენტის სასახლესთან გაიმართა, სადაც რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. თბილისს ქვეყნის რეგიონებიც უერთდებიან.