გიორგი კახიანი ოპოზიციაზე: გადაწყვეტენ ისინი მონაწილეობის მიღებას თუ არა, მეორე ტური შედგება

გიორგი კახიანი ოპოზიციაზე: გადაწყვეტენ ისინი მონაწილეობის მიღებას თუ არა, მეორე ტური შედგება

გიორგი კახიანი თქმით, მაჟორიტარულ არჩევნები ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტის მიუხედავად მაინც ჩატარდება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ცესკოში შესული საჩივრების სიმცირის ფონზე დარღვევებზე საუბარი აბსურდია.

„პროპორციული არჩევნები, ჩავთვალოთ, რომ უკვე არის შემდგარი და ამავდროულად ლეგიტიმურად ცნობილი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ფაქტობრივად ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ეს აღიარა და არა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, არამედ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებმაც. რაც შეეხება მაჟორიტარულ ნაწილს, მეორე ტურები ჩატარდება ჩვეულებრივ. გადაწყვეტენ ისინი მონაწილეობის მიღებას თუ არა, მეორე ტური შედგება და პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მოხდა კიდევ უფრო წინ რომ წავიდეთ“, - განაცხადა კახიანმა.

საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%; „ევროპული საქართველო“ - 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

ოპოზიციის ნაწილი აქციებს აანონსებს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ერთიან სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. მათი ერთ-ერთი სცენარი არის ის, რომ ბოიკოტი გამოაცხადონ, უარი თქვან მანდატებზე და არ შევიდნენ პარლამენტში.

მანდატებზე უარი უკვე თქვეს „პატრიოტთა ალიანსმა“ და „ევროპულმა საქართველომ“.