ვლადიმერ ბედუკაძე შესაძლოა პოლიტიკაში წავიდეს(VIDEO)

ვლადიმერ ბედუკაძე შესაძლოა პოლიტიკაში წავიდეს(VIDEO)

ვლადიმერ ბედუკაძე შესაძლოა პოლიტიკაში წავიდეს. ციხის კადრების ავტორმა, რომელიც გირაოს თავდებით არის გათავისუფლებული, არ გამორიცხა, რომ პოლიტიკური საქმიანობა დაიწყოს. ამის შესახებ ვლადიმერ ბედუკაძემ პრეზიდენტის სასახლესთან გამართული აქციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ბედუკაძე ამბობს, რომ პროკურატურას ახალი ვიდეო კადრები გადასცა, რომლითაც დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში მაღალი თანამდებობის პირები დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობდნენ. ვლადიმერ ბედუკაძე დღევანდელ აქციაზე პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მივიდა.