გია ვოლსკი ოპოზიციაზე:  ეს ადამიანები ამბიციებით და ხიბლის ცოდვით არიან შეპყრობილები 

გია ვოლსკი ოპოზიციაზე: ეს ადამიანები ამბიციებით და ხიბლის ცოდვით არიან შეპყრობილები 

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ არათუ "ქართული ოცნება" შექმნის კოალიციას გაერთიანებულ ოპოზიციასთან, არამედ მათ მიერ შექმნილი კოალიციაც კი დაუშვებელია.

ამით ვოლსკი იმ დოკუმენტს გამოეხმაურა, რომელსაც ხელს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები აწერენ და რომლის მიხედვითაც ისინი "ქართულ ოცნებასთან" კოალიციას გამორიცხავენ.

"ამ პოლიტიკურ სუბიექტებთან არათუ კოალიციის შექმნა შეიძლება, არამედ მათი ერთობლივი კოალიციაც დაუშვებელია, იმ შემთხვევაში თუკი, ჰიპოთეტურად რომ ვთქვათ, "ქართული ოცნება" არ იქნება პოლიტიკურ ველზე. ეს ადამიანები ამბიციებით და ხიბლის ცოდვით არიან შეპყრობილები,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.