„არის წუთები, როდესაც სიტყვა ფასს კარგავს, ვეღარაფერს ვეღარ გადმოსცემს, აღარც კი იცი, აქვს თუ არა აზრი რამეს თქმას",- ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნიკა მელია გუშინდელ ავარაიას.
როგორც ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, ისინი ბრძოლას გააგრძელებენ და ხვალ „ცრემლიანი გამრჯვებულები" იქნებიან.
დაიღუპა ჩვენი 6 მეგობარი, მხოლოდ მეგობრები კი არა, რომელთანაც ერთად გამოვლილი წლები, წარსული გაკავშირებს, არამედ -თანამებრძოლებიც, რომელთან უფრო ძვირფასი - მომავალი და ამ მომავლისთვის ბრძოლა გვაკავშირებს - ადამიანები ვისაც ეიმედებოდი და ვინც გეიმედებოდნენ. ჩვენ მათ გარეშე, მაგრამ მათი სახელით გავაგრძელებთ ბრძოლას და ხვალ გამარჯვებულები ვიქნებით, მაგრამ ცრემლიანი გამარჯვებულები",- წერს ნიკა მელია.