ავტოკატასტროფის შემთხვევის ადგილზე და კლინიკა გორმედში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ჩავიდნენ. პარტიამ განცახდებაც გაავრცელა, რომელშიც უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.
"უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა, გული მაქვს გაგლეჯილი. ვიზიარებ ოჯახების ტრაგედიას, ნამდვილად დავკარგეთ არაჩვეულებრივი ადამიანები. კიდევ უფრო მძიმეა და ამაზრზენი, როდესაც სახელისუფლებო არხები დადიან და ეძებენ ადამიანებს და ცდილობენ, რომ ამ ადამიანებს ათქმევინონ, რომ ვიღაც ჩამოვიდა აქციაზე და შემდეგ უკან, რომ ბრუნდებოდა მოხდა ეს ტრაგედია. აი, ეს ყველაფერია რის უკვე ყოველგვარ ზღვარს გადასული", - განაცხადა "ენმ -ძალა ერთობაშიას" მაორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ.
ერთიანი "ნაცინალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდვიანი კობა ნაყოფია ამბობს, რომ ძალიან მებრძოლი, ძალიან ძლიერი და კარგი ადამიანები დაკარგა ქვეყანამ.
"ძალიან მებრძოლი, ძალიან ძლიერი და კარგი ადამიანები დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება ამას იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენ ახლა ვართ ჭირისუფლები. ამის სხვაგვარად გამოყენება ჩემი აზრით, არის ფსკერი", - თქვა ერთიანი "ნაცინალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდვიანმა, კობა ნაყოფიამ.
„მთავარი“ არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც გორის მაგისტრალზე მომხდარ საზარელ ავარიას ეხმაურება:
"დიდი გლოვაა ნაციონალურ მოძრაობაში: მიტინგიდან ზუგდიდში მიმავალ ავტობუსს (გაჩერებულს) ტრაილერი დაეჯახა. არის მსხვერპლი. მეც ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს და ნაცინალურ მოძრაობას".