გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსისგან 2 906 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. გუშინ ეს რიცხვი 2 075-ს შეადგენდა.
ბოლო დღეების სტატისტიკიდან ჩანს, რომ ინფიცირების მაჩვენებელს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სჭარბობს. ამასთან, გუშინდელთან შედარებით, მცირედით იკლო კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ.
დღეს 1696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გუშინ კი 1 709.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.