სააკაშვილი დიდი ხანია ჩამოყალიბდა ავანტიურისტად, რომლის მთავარი დანიშნულება საქართველოში არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობაა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, დამკვირვებლების დესანტი, რომელიც სააკაშვილის დავალებით უკრაინიდან მოდის, მოწოდებულია იმისთვის, რომ თქვან, თითქოს, არჩევნები გაყალბდა.
„ისევ და ისევ სააკაშვილის ორგანიზებით მოხდა ამ კვლევითი ორგანიზაციის ჩამოყალიბება, მიიტაცეს მისი სახელი და რა თქმა უნდა, ეს ორგანიზაცია შეეცდება, რომ ის პროცენტები და რიცხვები ასახოს, რაც სააკაშვილის გონებასა და თავში ტრიალებს, იმისთვის, რომ ეს იყოს საფუძველი და საბაბი არეულობის მოწყობის. სინამდვილე კი სულ სხვაა. დამკვირვებლების დესანტი, რომელიც სააკაშვილის დავალებით უკრაინიდან მოდის, მოწოდებულია იმისთვის, რომ თქვან, თითქოს, არჩევნები გაყალბდა, რათა ეს იყოს კიდევ ერთხელ საბაბი მათი და მათი მომხრეებისა, რომ რამენაირად არეულობისა და რევოლუციური სცენარისკენ უბიძგონ მოსახლეობას“, - განაცხადა ლევან ნიკოლეშვილმა.