წინა საპარლამენტო არჩევნებზე გაკეთებულ კვლევებზე პასუხისმგებლობა ვინ აიღო 22%-იან ცდომილებაზე? - საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩატარებულ კვლევებს იხსენებს.
„წინა საპარლამენტო არჩევნებზე გაკეთებულ კვლევებზე პასუხისმგებლობა ვინ აიღო 22%_იან ცდომილებაზე? გრუ-ს ინსტრუქციაში რა წერია, არ შეიმჩნიოთ და უტიფრად განაგრძეთ სახეში ფქვილის ყრაო? 55%_ზე რომ ხარხარებენ, აი ის ხელისგულზე სატარებელი ოქრო ხალხი” - წერს გურამ ნიკოლაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „რუსთავი2“-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის მიხედვით, არჩევნებს „ნაციონალური მოძრაობა“ იგებდა, კენჭისყრის შედეგებმა კი კვლევებისგან სრულიად განსხვავებული სურათი აჩვენა. „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში 150 მანდატიდან 115 მანდატი აიღო.
წინასაარჩევნო კვლევა ტელეკომპანიის იმდროინდელი მენეჯმენტის (დირექტორი – ნიკა გვარამია) დაკვეთით, ორგანიზაცია GFK-მ ჩაატარა.