საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 709 ადამიანს დაუდასტურდა, 2 075 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 709 ადამიანს დაუდასტურდა, 2 075 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1709 ადამიანს დაუდასტურდა, 2 075 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 35 567 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 16 904 829, გარდაიცვალა 273 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 3507 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4022, კოვიდ-სასტუმროში - 2344, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.