როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, 29 ოქტომბერს ქუთაისში დღისით ტემპერატურა +30 გრადუსი იქნება, ღამით კი 11. მცირე ღრუბლიანობას ვარაუდობენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც +26 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი არის ნავარაუდევი. ბათუმში ნავარაუდევია +25 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მცირე მოღრუბლულობას ვარაუდობენ ფოთში, სადაც +26 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ზუგდიდში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰარის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +18.

უნალექო დღეს და +26 გრადუსი სითბო არის მოსალოდნელი სოხუმში, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +15 გრადუსი სითბო და უნალექო ამინდი არის ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +4 გრადუსამდე დაიწევს.

ასევე უნალექო დღეს და +24 გრადუს სითბოს ვარაუდობენ ამბროლაურში, სადაც ღამის განმავლობაში ტემპერატურა +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში +26 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +1ქ გრადუსი არის ნავარაუდევი. ასევე უნალექო დღეს და +21 გრადუსი არის ნავარაუდევი ახალციხეში. აქ ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში +23 გრადუსი და ცვალებადი მოღრუბლულობა არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება. +14 გრადუსს და მზეს ვარაუდობენ ბაკურიანში, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში +22 გრადუსი და უნალექო ამინდი არის ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში +22 გრადუსი სითბო არის მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს.

გუდაურში +16 გრადუსი და უნალექო დღე არის ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი არის მოსალოდნელი. დღის განმავლობაში ომალოში ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 1 გრადუსი არის ნავარაუდევი.

უნალექო ამინდია მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+22 გრადუსი სითბო არის ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +23 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +10 გრადუსი არის ნავარაუდევი.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში კი დღეს ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.