მამუკა მდინარაძე: გიგი უგულავა, რომელმაც 48 მილიონი ლარი გაფლანგა და პარტიულ აქტივს დაურიგა, ახლა ამბობს, რომ ჩვენ რაღაც დანაშაული ვერ გამოვიძიეთ

მამუკა მდინარაძე: გიგი უგულავა, რომელმაც 48 მილიონი ლარი გაფლანგა და პარტიულ აქტივს დაურიგა, ახლა ამბობს, რომ ჩვენ რაღაც დანაშაული ვერ გამოვიძიეთ

გიგი უგულავა სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ იმაში, რომ 48 მილიონი ლარი გაფლანგა და პარტიულ აქტივს დაურიგა. ახლა კი ამ დანაშაულის ჩამდენი ამბობს, რომ ჩვენ რაღაც დანაშაული ვერ გამოვიძიეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების 80-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირია გასამართლებული. იძებნება მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ასევე აქვს დამტკიცებული დანაშაული. ამ განცხადების ავტორი, გიგი უგულავა სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ იმაში, რომ 48 მილიონი ლარი გაფლანგა და პარტიულ აქტივს დაურიგა. ახლა კი ამ დანაშაულის ჩამდენი ამბობს, რომ ჩვენ რაღაც დანაშაული ვერ გამოვიძიეთ. მტკიცებულებებზე დაყრდნობით აქვს უგულავას გამოტანილი განაჩენი“, - განაცხადა მდიანარაძემ.

მანამდე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ე.წ. ციხის კადრების საქმე ვერ გამოიძია.